70-მდე დასახელების სანელებელს ვაწარმოებთ. ეს არის მონო სანელებლები, რომლებიც ერთი ინგრედიენტისგან შედგება (წითელი და შავი წიწაკა, პაპრიკა) და ასევე მიქსები, რომელიც რამდენიმე ინგრედიენტისგან შედგება, მაგალითად სვანური მარილი, მშრალი აჯიკა, ხმელი სუნელი და ასე შემდეგ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ფარკონში“ განუცხადეს, რომელიც სანელებლებს „ხომლის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციისა და შეფუთვის ხარისხი თანდათან იხვეწება. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მარკეტებში იყიდება.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ბრენდი „ხომლის“ პროდუქცია ექსპორტზე მზა პროდუქციისა და დაფასოებული სახითაც გადის.
„ძირითადად პროდუქცია გაგვაქვს უკრაინაში, სადაც ომის გამო საკმაოდ მსხვილი გარიგება ჩაგვეშალა. პროდუქტს ვყიდით ასევე აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს და აშშ-ში უფრო მეტი მოცულობის პროდუქციის გატანას გეგმავს.
„ახლახან „აწარმოე საქართვლოში“ პროექტის დაფინანსებითა USAID-ის დახმარებით აშშ-ში ვიყავით და იქ პოტენციურ დამკვეთებთან გვქონდა მოლაპარაკება და ახალ შეკვეთებს ველოდებით“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი