საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით არის შემცირებული, ხოლო 2023 წლის აგვისტო ივლისთან შედარებით 0,6%-იანი ზრდაა.
წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: განათლება (7.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.8%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (3.8%) და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (3.7%).
წლიურ ჭრილში 0,2%-იანი ზრდაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. სხვადასხვა საქონელი და მომსახურება კი 9,7%-იანი ზრდაა.
სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ტრანსპორტში, ამ სეგმენტში აგვისტოდან აგვისტომდე 8,7%-იანი კლებაა, ჯანმრთელობის დაცვის ინდექსში 7,6%-იანი კლებაა, ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი -2,4%-ითაა გაიაფებული. 1.1%-იანი კლება ფიქსირდება ასევე ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის HICP-ში.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს1 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა