დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამოგზაურო დაზღვევა ელექტრონულ საფულეში

სამოგზაურო დაზღვევა ელექტრონულ საფულეში

17-03-2024 00:27:00

გიზიარებთ ბლოგს: სამოგზაურო დაზღვევის დამატება Google და Apple Wallet-ებში შეგიძლია, რაც მის გამოყენებას უფრო მარტივს ხდის. საჭიროების შემთხვევაში მესაზღვრესთვის ინფორმაციის ჩვენებას ერთი დაწკაპებით, ელექტრონული საფულიდანვე შეძლებ.

 

აუცილებელია, მოგზაურობამდე გაითვალისწინო მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნები. რეკომენდებულია, საზღვარზე სამოგზაურო დაზღვევის დოკუმენტის ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსიაც იქონიო. გამგზავრებამდე გადახედე უცხო ქვეყნის მოთხოვნებს და ამის მიხედვით მოაწესრიგე საჭირო საბუთები.

 

სამოგზაურო დაზღვევა საჭირო დოკუმენტია უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. მოგზაურობისას, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა, შეგიძლია ისარგებლო დამატებითი დაფარვებით, რომლებიც მოიცავს ბარგისა და საბუთების დაზღვევას, ასევე მოგზაურობის გადადება-გაუქმებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას. მომხმარებლებს სამოგზაურო დაზღვევის სტანდარტულ და პრემიუმ პაკეტებს ვთავაზობთ. მათი შეძენა ონლაინ, მარტივად შეგიძლია ბი-ბოტის საშუალებით, ვებ-გვერდზე on.tbcinsurance.ge ან თიბისი ბანკის აპში; ასევე თიბისი ფეის აპარატებიდან. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები