სამხრეთ კორეის ხელისუფლება 2028 წლისთვის მეექვსე თაობის ფიჭური კომუნიკაციის გაშვებას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap მეცნიერებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მთავრობაში მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომლის მიზანიცაა 6G-ის კვლევა-განვითარება. პროექტი 481,7 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული.
ამ გადაწყვეტილებით სამხრეთ კორეას ქსელის ინფრასტრუქტურაში მსოფლიო ლიდერის ტიტულის შენარჩუნება სურს.
გარდა ამისა, Yonhap-ის თანახმად, 6G-ის გარდაუვალი გაშვება ხელს უწყობს ელექტრონული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვების აღდგენასა და ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა