2023 წლის პირველ კვარტალში ექსპორტზე 24,113.51 ათასი დოლარის ღირებულების 0.86 ტონა ოქრო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე 32%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 21,397.62 ათასი დოლარის ღირებულების 0.65 ტონა ოქრო (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) გაიტანა.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ოქროს ექსპორტი 3 ქვეყანაში განახორციელა, საიდანაც მთლიანი ექსპორტის 84%-ი შვეიცარიაზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ოქროს ექსპორტი სემდეგ ქვეყნებში განახორციელა:
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს ექსპორტი 2011 წელს დაფიქსირდა - 7.19 ტონა.
რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს ექსპორტის მაჩვენებლები 27%-ითაა გაზრდილი.
გასულ წელს ოქროს ექსპორტმა ღირებულებით ნაწილში 81,476.70 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო წონით ნაწილში 2.68 ტონა.
2022 წელს ოქრო საქართველოდან 4 ქვეყანაში შევიდა, საიდანაც 95%-ი შვეიცარიაზე მოდის.
უახლესი