დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი კერძი, რომელსაც „უმმის“ მომხმარებლები Weekend-ზე ირჩევენ

სამი კერძი, რომელსაც „უმმის“ მომხმარებლები Weekend-ზე ირჩევენ

03-09-2023 13:00:57

Raw Food-ის პირველი კაფე-სამზარეულო საქართველოში ,,უმმი" ჯანსაღი კვების მოყვარულებს პოპულარული კერძებით მუდმივად ანებივრებს.

ყოველდღიური რაციონი, რასაც „უმმი“ მომხმარებლებს სთავაზობს, უქმე დღეებში განსაკუთრებით მოთხოვნადია. ვისაც განტვირთვა, სასიამოვნო გარემოში ყოფნა და ჯანსაღი კერძების დაგემოვნება სურთ, „უმმი" ამისთვის იდეალური ადგილია.

„უმმის“ დამფუძნებელი სალომე კალანდაძე გამოარჩევს სამ ძირითად კერძს, რომელიც მისი თქმით, ვეგანებისთვის ძალიან საყვარელი და მოთხოვნადია.

„ცოცხალი კვების მიმართ ინტერესი საქართველოში სტაბილურად იზრდება და ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებით უყვართ პიცა, სენდვიჩით და ნაჩოსი, ძალიან პოპულარული კერძებია, რომელიც Weekend- ს ძალიან უხდება.

გვაქვს ასევე ძალიან კარგი სმუზები. 100%-ით მცენარეული კვებაა, როგორც იცით, ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ ცხოველურ პროდუქტებს, არ ვწვავთ, არ ვხარშავთ და არ ვათბობთ ანუ თერმულად არ ვამუშავებთ “, - ამბობს სალომე კალანდაძე.

„უმმი“ უფრო კაფე და სამზარეულოა, ვიდრე მაღაზია. მომხმარებელს აქ შეუძლია ადგილზე დააგემოვნოს კერძი, სურვილის შემთხვევაში, წაიღოს ან მიტანის სერვისით ისარგებლოს. არა მარტო ერთჯერადად შეუკვეთოს, არამედ ყოველდღიურად დაუგეგმოს კვების რაციონი.

ვეგანური კაფე ამჟამად 2 ობიექტით არის წარმოდგენილი და 15 ადამიანს ასაქმებს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები