დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრედიტო ბარათების რაოდენობა მცირდება - სტატისტიკა

საკრედიტო ბარათების რაოდენობა მცირდება - სტატისტიკა

27-09-2024 15:00:00

აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 555 326 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო თითქმის 19%-ი Mastercard-ზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, აგვისტოს ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 118 218 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 104 679 ერთეულს.

ხოლო 332 429 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის  აგვისტოში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 17%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 32%-ითა გაზრდილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში ივლისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა შემცირებული, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით კლება ასევე 1%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები