მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 19%-ი Mastercard-ზე. ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 550 662 ერთეული შეადგინა,
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 117 822 ერთეულს შეადგენდა, Mastercard-ის 103 586 ერთეულს.
ხოლო 329 254 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის ნოემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 13%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 44%-ითა გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 0,2%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 1%-იანი კლებაა.
უახლესი
1 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა3 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება