დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკონდიტრო ბიზნესის მთავარი გამოწვევა, პროდუქციაზე გაზრდილი ფასებია - DIVOL-ი

საკონდიტრო ბიზნესის მთავარი გამოწვევა, პროდუქციაზე გაზრდილი ფასებია - DIVOL-ი

29-02-2024 11:10:00

საკონდიტრო დივოლ • DIVOL-ის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ოთხი თვის წინ დაწყებულმა ბიზნესმა გაამართლა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.

საკონდიტრო ნაწარმის გარდა, DIVOL-ის მენიუს მალე სვანური კერძებიც დაემატება.

„საკონდიტრო ახალ წლამდე გავხსენით, შეკვეთების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ნაწარმზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ბიზნესის გაფართოებას ვგეგმავთ“, - ამბობს გვანცა გველებიანი.

DIVOL-ის დამფუძნებელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საკონდიტროს მთავარი გამოწვევა პროდუქციაზე ცვალებადი ფასებია.

„პროდუქციაზე ფასების ზრდა ამ დროისთვის დიდ დაბრკოლებას მიქმნის, რადგან თითქმის ყოველდღე მიწევს ფასების კორექტირება, რაც შემდგომ მომხმარებელთან დისკომფორტს ქმნის“, - ამბობს მეწარმე.

ამ დროისთვის საკონდიტროში აქტიურად მხოლოდ ორი ადამიანია დასაქმებული და მომხმარებელს უმეტესად 90-იანი წლების რეცეპტებით დამზადებულ ნამცხვრებს სთავაზობენ, ასევე აქვთ თანამედროვე დესერტებიც და ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული „ჩიზ ქეიქი“ და „სნიკერსია“.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები