დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახლის ინტერიერისა და ეკომეგობრული ნივთების ბრენდი „ჰარმოსფერო“ პლედების ხაზს ამატებს

სახლის ინტერიერისა და ეკომეგობრული ნივთების ბრენდი „ჰარმოსფერო“ პლედების ხაზს ამატებს

27-02-2024 12:00:00

სახლის ინტერიერისა და ეკომეგობრული ნივთების ბრენდი ჰარმოსფეროს /Harmosphere დამფუძნებელი დიანა ლეჟავა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ გეგაში აქვთ მომხმარებლებს ნაქსოვის პლედები შესთავაზონ. წარმოებისთვის მასალა უკვე შეძენილია და დამუშავების პროცესშია.

ბრენდი ამ დროისთვის 22 სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. კერძოდ, 7 სახეობის ტომსიკას, საპურეს, სუფრის გადასაფარებელს, წინსაფარს, ხელსახოცს, ჩაის ტილოს, ჩანთას, თეთრეულს. სხვადასხვა აქსესუარების ტომსიკები  სრულიად ნატურალური ტილოსა და ბამბის ქსოვილისგან მზადდება, გარდა ფქვილის შესანახი ტომრისა.

„ჰარმოსფეროს“ ყველა პროდუქტი მზადდება საქართველოში, მუშაობენ თურქულ ქსოვილზე.

„ინდივიდუალურ მომხმარებლებს მათზე მორგებულ პროდუქციას უფრო მეტად სუფრებს ვთავაზობთ, ხოლო კორპორაციული შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია პროდუქტის ბრენდირება და ფერების შეხამება. კორპორაციული შეკვეთები ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი, წამყვანი მიმართულებაა. რესტორნებსა და სასტუმროებს ვუმზადებთ ბრენდირებულ საპურეებს, წინსაფრებსა და სუფრებს“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

2023 წელი ბრენდისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, რადგან City Mall-ში მაღაზია დახურეს. გასულ წელს პროდუქცია Veli-ზე დაამატეს.

ბრენდი 2021 წლის დასაწყისში შეიქმნა. ამ დროისთვის გეგმაში აქვთ, რომ მეორეჯერ მიიღონ პურის ფესტივალში მონაწილეობა, რადგან გასული წლის გამოფენა ბიზნესისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები