დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფოს აქტიური როლით ვაპირებთ ახალი აეროპორტის განვითარებას - ლევან დავითაშვილი

სახელმწიფოს აქტიური როლით ვაპირებთ ახალი აეროპორტის განვითარებას - ლევან დავითაშვილი

17-06-2023 23:00:44

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცახდებით, ახალი აეროპორტის განვითარებაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იქნება. 

ამის შესახებ მან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. 

„რთული გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადი საკითხები სირთულითა და კომპლექსურობით გამოირჩევა, 

ასეთია გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ახალი აეროპორტის განვითარებას, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ. სახელმწიფოს აქტიური როლით ვაპირებთ ახალი აეროპორტის განვითარებას.

აქ არსებობდა ორი ოფცია - ერთი ის მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, რომ აეროპორტი კერძო ინვესტორთან ერთად განგვევითარებინა და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი იქნებოდა ბევრად უფრო მცირე.

გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს როლი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოჩენილი ასეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფლობისა და განკარგვის საკითხებში“, - აღმნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცახდებით, ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილას აშენდეს. 

მთავრობის  განკარგულებით, დაქირავებული იქნება რამდენიმე საერთაშორისო  საექსპერტო ჯგუფი, საკონსულტაციო კომპანია. ამასთან, მოხდება ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების გადამოწმება და  დამატებითი კვლევების ჩატარება მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად.

რაც შეეხება ვადებს, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს მიმდინარე წელს უკვე გადაწყდება ახალი აეროპორტი აშენდება თუ მოხდება ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება, თუმცა, ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, მინიმუმ ტექნიკური პირობები  მიმდინარე წელს განისაზღვრება.

„ასე რომ, ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა უკვე 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ, რაც ალბათ 3 – 4 წელიწადს გაგრძელდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები