დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო „საკვების წარმოების კომპანიის“ წილიდან გადის

სახელმწიფო „საკვების წარმოების კომპანიის“ წილიდან გადის

17-05-2023 11:30:30

სახელმწიფო „საკვების წარმოების კომპანიის“ წილიდან გადის და კომპანიის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 62.97%-იანი წილს ყიდის.

აუქციონი, სადაც აღნიშნული წილის გასხვისება იგეგმება 29 მაისსა ჩანიშნული. ლოტის საწყისი ღირებულება კი 2 115 000 ლარია.

კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: მცხეთაში, სოფელ ნატახტარში მდებარე 30000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

კომპანიის აქტივები  (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) შეადგენდა 2 921 784 ლარს, ხოლო ვალდებულებები  407 452 ლარს.  „საკვების წარმოების კომპანიის“ კაპიტალი (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) 2 514 332 ლარი იყო. 

შპს "საკვების წარმოების კომპანიის" უძრავი ქონება - მცხეთაში, სოფელ ნატახტარში მდებარე 30000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, გადაცემულია დროებითი სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები