საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები გაძვირდა, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის გასული კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 8 აგვისტოს 10-წლიანი 25 მლნ ლარის (9.6 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.155პპ-ით გაიზარდა და 8.138% შეადგინა.
ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 8 აგვისტოს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.118პპ-ით შემცირდა და 9.331% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 15 აგვისტოს, სადაც 10-წლიანი 60 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი