17 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N53 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.5 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC30423171).
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 79 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.350%, მაქსიმალური 8.590%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.464%.
უახლესი
8 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება