დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახაზინო ფასიანი ქაღალდების მთლიან პორტფელში, ბანკების წილი 55.1%-ს  შეადგენს -სებ

სახაზინო ფასიანი ქაღალდების მთლიან პორტფელში, ბანკების წილი 55.1%-ს შეადგენს -სებ

04-07-2023 19:00:48

საქართველოს ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის შედეგად, მაისში სადეპოზიტო სერტიფიკატების ერთი აუქციონი ჩატარდა და 20 მლნ ლარის ღირებულის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატი გაიცა.

ამავე პერიოდში 20 მლნ ლარის ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაიფარა. შესაბამისად წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატების ნაშთი არ შეცვლილა და მაისის ბოლოს 60 მლნ ლარი შეადგინა.

მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ხუთი აუქციონი ჩატარდა. აღნიშნულ აუქციონებზე ჯამში 230.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა.

მაისში ჩატარებულ აუქციონებზე გაიყიდა 6-თვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანი ვადიანობების სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, შესაბამისად, 20, 20, 40, 90 და 60 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა.

დაფარვების გათვალისწინებით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნაშთი წინა თვესთან შედარებით 244.2 მლნ ლარით გაიზარდა და 7,288.6 მლნ ლარი შეადგინა.

მთლიანი პორტფელის 55.1%-ს კომერციული ბანკების, 30.3%-ს ეროვნული ბანკის, 9.8%-ს რეზიდენტების, ხოლო 4.8%-ს არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები შეადგენს. 

მაისში, სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები მცირედით შეიცვალა.

კერძოდ, მაისში, წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.02 პპ-ით, 9.78%-მდე, შემცირდა.

რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთებს, 6-თვიანი სახაზინო ვალდებულებების განაკვეთი 0.11 პპ-ით გაიზარდა და 9.49%-ს შეადგენდა.

ერთწლიანი და ხუთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.20 პპ-ით და 0.09 პპ-ით შემცირდა, და შესაბამისად 9.57% და 8.64% შეადგინა.

ორწლიანი და ათწლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები არ შეცვლილა, 8.70%-სა და 8.74%- ზე შენარჩუნდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები