დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ვაშლის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში ვაშლის იმპორტი გაიზარდა

25-11-2024 10:00:00

ქვეყნიდან ვაშლის ექსპორტი 43%-ით შემცირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 3,148.11 ათასი დოლარის ღირებულების 4,750.06 ტონა ვაშლი გავიდა,მაშინ როდესაც 2023 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 8,365.70 ტონა ვაშლის ექსპორტი იყო დაფიქსირებული. საქართველოში მოწეული ვაშლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2024 წლის 10 თვეში ვაშლი სულ სამ საექსპორტო ბაზარზე გავიდა.

TOP 3 ქვეყანა, სადაც საქართველო ვაშლს ყიდის:

  • რუსეთი - 4,462.80 ტონა,
  • სომხეთი - 267.26 ტონა,
  • ყაზახეთი - 20.00 ტონა.

რაც შეეხება ვაშლის იმპორტს, ამ მიმართულებით 106%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2024 წლის 10 თვეში საქართველომ 5,147.07 ათასი დოლარის ღირებულების 7,269.29 ტონა ვაშლი იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 3,534.38 ტონა. საქართველოში ყველაზე მეტი ვაშლი თურქეთიდან შემოდის. მიმდინარე მაჩვენებლებით, საქართველოში ვაშლის იმპორტში თურქეთის წილი 43%-ი.

TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ვაშლი იყიდა:

  • თურქეთი - 3,111.11 ტონა,
  • უკრაინა - 2,512.34 ტონა,
  • ირანი - 622.08 ტონა.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები