Mastercard-ი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ტურისტულ ობიექტებში უცხოური Mastercard ბარათებით გადახდისას განსაკუთრებული ფასდაკლებები იმოქმედებს. როგორც Mastercard-ში განმარტავენ, ამ ინიციატივის ძირითადი მიზანი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერა და საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის დონის ზრდის ხელშეწყობაა.
„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ისე ჩვენს გლობალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ტურისტების მოსაზიდად და მათთვის შესაბამისი სერვისების შესათავაზებლად. ახალი პროექტის ფარგლებში, Mastercard-ი გეგმავს უცხოური Mastercard ბარათებით გადახდისას ტურისტებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზებას სხვადასხვა ობიექტში, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები თუ სხვა. ამ ინიციატივის ძირითადი მიზანია ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერა და საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის დონის ზრდის ხელშეწყობა“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე.
ზღუდაძის თქმით, პროგრამა მიზნად ისახავს ყველა საერთაშორისო Mastercard-ისმომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რათა არ შევზღუდოთ ტურისტების შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ მათთვის ერთიანი გამოცდილება, რომელ ქვეყნიდანაც არ უნდა იყონ.
„ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, შუა აზიაში, არაბულ ქვეყნებში, ამ შეთავაზებების მუდმივი კომუნიკაცია იგეგმება როგორც ჩვენი ადგილობრივი ოფისების, ისე პარტნიორი ბანკების მხრიდან. ამ გზით, ჩვენ 300 მილიონზე მეტ მომხმარებელს მივაწვდენთ ხმას“, - აცხადებს ზღუდაძე.
პროექტის ფარგლებში, Mastercard-ი გეგმავს სხვადასხვა ტიპის ობიექტების ჩართვას, რომლებიც ტურისტების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს. ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები მოიცავს სასტუმროებს, კვების ობიექტებს, მაღაზიებს და სხვა ტურისტულ სექტორს, რათა უზრუნველვყოთ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სერვისების ხელმისაწვდომობა. ეს ყველაფერი გათვლილია როგორც ტურისტების ზოგადი კმაყოფილების ასამაღლებლად, ისე საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.
„საწყის ეტაპზე, Mastercard-ი აქცენტს აკეთებს მაღალი კატეგორიის ობიექტებზე, მათ შორის 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებზე და მაღალი კლასის რესტორნებზე. ამ გადაწყვეტილებით, პროექტი მიზნად ისახავს მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვას, რაც ეკონომიკური ზრდისთვის და ტურისტული ბაზრის დახვეწისთვის სასარგებლოა. თუმცა, პროგრამა მოქნილი იქნება და Mastercard პარტნიორობას განიხილავს იმ ობიექტებთანაც, რომლებიც ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბრენდებს საკუთარი საბონუსე და ფასდაკლების სისტემები გააჩნიათ, Mastercard-ის პროგრამით მათ დამატებით შეეძლებათ სარგებლობა. უფრო მარტივად, ეს ნიშნავს, რომ Mastercard-ის მფლობელებს შეეძლებათ ისარგებლონ როგორც საკუთარი, ისე ბრენდების შეთავაზებებით, რაც გადამხდელებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისსა და მეტ დანაზოგს შესთავაზებს“, - აცხადებს Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება