დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი TOP-5 ავიაკომპანია

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი TOP-5 ავიაკომპანია

26-08-2024 09:00:00

2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შვიდი თვის განმავლობაში Turkish Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 3 520.025 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა  ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-ი, იანვარ-ივლისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 409.029 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-ივლისში განმავლობაში 775.308 ტონა ტვირთი გაატარა.

7 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 438.024 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Easy Charter-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე  332.515 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • Turkish Cargo;
  • Georgian Airlines;
  • MNG Airlines;
  • Cargolux Airlines;
  • Easy Charter

2024 წლის იანვარ-ივლისში გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შეადგენს 12 912.770 ტონას. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა გაზრდილია 22%-ით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები