2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 3,135.29 ათასი დოლარის ღირებულების 1,126.36 ტონა ყვავილების იმპორტი განახორციელა, რაც რაოდენობრივ ჭრილში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 46%-იან ზრდას აჩვენებს.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 773.62 ტონა ყვავილის იმპორტი აწარმოა.
ირკვევა, რომ საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ნომერ პირველი იმპორტიორი სომხეთია, საიდანაც 8 თვეში 448.58 ტონა ყვავილის იმპორტი დაფიქსირდა, რაც მთლიანად მოჭრილი ყვავილების იმპორტის 40%-ია.
მეორე ადგილზეა თურქეთი, რომელზედაც იმპორტის 33%-ი მოდის, ხოლო მესამე პოზიციას ეკვადორი იკავებს (15%).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყვავილების იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 1,203.17 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 3,006.51 ათასი დოლარი შეადგინა.
თუმცა თუ მიმდინარე მაჩვენებლებს დავაკვირდებით 2023 წლის 8 თვის ყვავილების იმპორტის სტატისტიკა ახლოსაა 2022 წლის სტატისტიკასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ყვავილების იმპორტის კუთხით ზრდა აუცილებლად იქნება.
უახლესი