საქართველოში ყავის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5,432.60 ტონა ყავა იყიდა, რისთვისც ქვეყნიდან 27,142.13 ათასი დოლარი გავიდა. რაც შეეხება 2023 წლის 9 თვის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში იმპორტირებულია 5,693.39 ტონა ყავა. შესაბამისად კლება 5%-ია.
მიმდინარე წლის სტატისტიკით, საქართველოსთვის ყავის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზიაა, საიდანაც იმპორტირებული ყავის 36%-ი შემოდის.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს:
ინდონეზია - 1,956.90 ტონა
ვიეტნამი - 1,248.75 ტონა
რუსეთი - 692.26 ტონა
იტალია - 261.50 ტონა
გერმანია - 258.84 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ყავის იმპორტმა საქართველოში თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 7,660.00 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 28,235.95 ათასი დოლარი გადაიხადა.
უახლესი