ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოხდა გაეროს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის დანერგვა საქართველოში, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენებიც მიმოიხილა.
„კვლავ ტრადიციულად ევრო-2024. გიორგი მიქაუტაძემ არამხოლოდ გუშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, არამედ ის სხვა კუთხითაც არის წარმატებული: მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება ჯერ კიდევ შორს არის რეალობისგან. თუმცა ამ ეტაპზე გიორგი მიქაუტაძეს სატრასფერო ფასი არის 9 მლნ ევრო, თუმცა მეორე ანალიტიკური საიტის მიხედვით 9,5 მლნ ევროა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლით გიორგი მიქაუტაძე პირველ ადგილზეა ფრანგულ მეციში, ხოლო საქართველოს ნაკრებში მესამე ადგილზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გიორგი მიქაუტაძის ფასი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იქნება გაცილებით უფრო მაღალი.
გადავიდეთ ეკონომიკურ ნაწილზე, მეცამეტე ეკონომიკური ფორუმი გაიმართა თბილისში, რომელიც ყოველთვის მაღალი დონის დისკუსიის ადგილია საქართველოს მთავრობასა და ბიზნესს შორის. ეკონომიკური ფორუმის მთავარი სტუმარი პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო, ასევე ბიზნეს სექტორიდან იყვნენ სპიკერები საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „რედისი ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი. ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებზე ვიმსჯელეთ ფორუმზე. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ზოგადად ბიზნეს სექტორის, სახელმწიფო და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
სწორედ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოხდა გაეროს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის დანერგვა საქართველოში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი თემა. გაეროს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების მოდელი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული მოდელი, რომელიც ზომავს პროგნოზებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და საქართველოში პირველად მოხდა GEFM-ის დანერგვა, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვიგებთ და ვაკეთებთ პროგნოზს თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა და დაახლოებით სად ვართ. პირველად, სიმულაციურად ამ მოდელის დანერგვის მცდელობა გვქონდა ჩვენ, მაშინ პატივი მქონდა ვყოფილიყავი გაეროს ეკონომიკური და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში. საუბარი მაქვს 2020 წელზე, როდესაც პანდემიის პერიოდი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ მოდელმა ზუსტად იმუშავა, ზუსტად გაზომა ეკონომიკის ვარდის პროცესი, ისევე როგორც გრძელვადიანი პროგნოზით გგაკეთდა ზუსტად. ერთადერთი, რაც მოდელმა მაშინ ვერ გაზომა და უნდა აღვნიშნო, რომ ვერც ერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა ვერ გამოიცნო, ეს იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პროგნოზი, იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით ვერ გაიზრდებოდა. თუმცა ვხედავთ, რომ 2020 წელს GEFM მოდელით გაკეთებული პროგნოზი იყო ზუსტი იმ მაჩვენებლების, რომელიც გაქვს.
GEFM-ის, გაეროს მეთოდოლოგიის თანახმად, 2024 წელს საქართველოში მშპ და საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6,3%-ით, რაც არის საბაზისო სცენარი. რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, ეს არის 7,2%-ი, რაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია. როდესაც ამ მოდელზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ არ არის მთელი რიგი ფაქტორები ჯერ კიდევ გათვალისწინებული და მოდელის პროგნოზირება ეყრდნობა გასული წლის ეკონომიკური ზრდის და პირველი კვარტლის შედეგებს. პროგნოზის GEFM-ის შემუშავებისას გამოყენებულია: გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 7.5%, რეალური მშპ-ს ზრდა იანვარ-თებერვლის, რომელიც 7,7%-ა, ინფლაციის პროგნოზი - 3%, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი (შემცირება), ინვესტიციების ზრდის პროგნოზი, ტურიზმის სფეროს პროგნოზი, ფისკალური დეფიციტი და სამუშაო ძალის ჩართულობა.
საბოლოო ჯამში ამ ციფრებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის უშუალოდ სამეზობლოსთან მიმართებაში, არის მაღალი ბულგარეთთან და რუმინეთთან, ანუ შავი ზღვით ევროკავშირთან სამეზობლოში, ევროპის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებთან. ახლა რა უზრუნველყოფილიყო ამ ყველაფერს: ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც ინვესტიციებს ვახსენებთ არის ინფრასტრუქტურული პროექტები და საქართველოს პოტენციალის გამოქვეყნება, რომელიც პროგნოზში ჩანს ეს არის მათ შორის შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენება“, - აღნიშნა აბაშიშბილმა.
უახლესი