9 თებერვალს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - „ბაკურიანი 2025“ გაიხსნა. პროექტის ოქროს სპონსორი საქართველოს ბანკია.
„ბაკურიანი 2025“ თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 8 სახეობაში იმართება და მათში მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისში აშენდა ყინულის არენა, რომელიც 700-მდემაყურებელს იტევს. ბათუმის ყინულის სასახლე კი 1500 მაყურებლის მიღებას შეძლებს. ბიათლონისა დათხილამურებით რბოლა ბაკურიანში გაიმართება, რომლისთვისაც უკვე გაიხსნა 3.5 კმ სიგრძის ბიათლონისტრასა.
მასპინძელი ქვეყნის დროშა საქართველოს, იტალიაში გამართულ ევროპის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურფესტივალზე გადაეცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ქარტიის შესაბამისად კი, „ორგანიზატორიქალაქის ხელშეკრულებას” 2023 წლის მარტში მოეწერა ხელი.
საქართველოს ბანკი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია.
უახლესი