დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ლეღვის იმპორტი 105%-ითაა გაზრდილი

საქართველოში ლეღვის იმპორტი 105%-ითაა გაზრდილი

29-06-2023 12:20:50

საქართველოში ლეღვის იმპორტი 105%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 16.21 ათასი დოლარის ღირებულების 3.38 ტონა ტონა ახალი ან ხმელი ლეღვის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.65 ტონა.

ხუთ თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ლეღვის 74%-ი ესპანეთზე მოდის. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ლეღვის იმპორტი სულ 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

  • ესპანეთი - 2.50 ტონა;
  • თურქეთი - 0.70 ტონა;
  • გერმანია - 0.11 ტონა;
  •  ირანი - 0.06 ტონა;
  • პოლონეთი - 0.01 ტონა;

2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში ლეღვის იმპორტი  108%-ით გაიზარდა. ბოლო 14 წლის სტატისტიკით კი საქართველოში ლეღვის იმპორტმა მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია.

საანგარიშო წელს ქვეყანაში 102.35 ტონა ლეღვის იმპორტი დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები