საქართველოში კარტოფილის იმპორტი 612%-იან ზრდას აჩვენებს.
იანვარ-მაისში საქართველომ 7,462.57 ათასი დოლარის ღირებულების 22,138.06 ტონა კარტოფილი იყიდა, 2022 წლის ხუთ თვეში კი 3 109 ტონა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ 11,169.80 ტონა კარტოფილი იყიდა, 2021 წელს კი 11,464.70 ტონა, შესაბამისად კლება 2,6%-ია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი 2011 წელს იყიდა, საუბარია სულ 50,950.00 ტონაზე.
მიმდინარე სტატისტიკით საქართველოში კარტოფილის იმპორტი 14 ქვეყნიდან განახორციელა. თუმცა ლიდერი მაინც რუსეთი იყო.
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთიდან 8,273.26 ტონა კარტოფილი შემოიტანა.
სად ყიდულობს საქართველო კარტოფილს:
რუსეთი - 8,273.26 ტონა;
ბელორუსი - 7,209.68 ტონა;
ეგვიპტე -1,606.50 ტონა;
უკრაინა - 1,342.70 ტონა;
გერმანია - 1,180.00 ტონა;
უახლესი