2024 წლის შვიდ თვეში საქართველომ 4,399.80 ტონა ყავა შეიძინა, რაშიც 20,991.41 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის იანვარ-ივლისში იმპორტირებული ყავის მოცულობამ კი 4,472.66 ტონა შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებლებით კი ირკვევა, რომ მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყავის იმპორტი 2%-ითაა შემცირებული. ხოლო რაც შეეხება იმპორტირებული ყავის ღირებულებით ნაწილს აქ გასულ წელთან შედარებით 21%-იანი ზრდაა. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანამ 17,356.12 ათასი დოლარის ღირებულების ყავა იყიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 20,991.41 ათასი დოლარის.
საქართველოსთვის ყავის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზიაა, რომელზედაც ქვეყანაში იმპორტირებული ყავის 36%-ი მოდის.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს:
ინდონეზია - 1,592.10 ტონა - 5,316.26 ათასი დოლარი,
ვიეტნამი - 1,171.95 ტონა - 3,628.06 ათასი დოლარი,
რუსეთი - 476.29 ტონა - 2,852.39 ათასი დოლარი,
გერმანია - 215.32 ტონა - 1,601.25 ათასი დოლარი,
იტალია - 205.77 ტონა - 2,536.23 ათასი დოლარი.
უახლესი
33 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა