დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ადრეული საზამთროს იმპორტი რეკორდულად, 250%-ით გაიზარდა

საქართველოში ადრეული საზამთროს იმპორტი რეკორდულად, 250%-ით გაიზარდა

16-05-2023 10:30:04

საქართველომ პირველ კვარტალში რეკორდული მოცულობის საზამთრო იყიდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 250%-ით მეტი საზამთრო შემოიტანა ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში.

ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ იანვარ-მარტში საქართველოში 17.30 ათასი დოლარის ღირებულების 39.76 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2022 წლის სამ თვეში ქვეყანამ 7.97 ათასი დოლარის 11.36 ტონა საზამთრო იყიდა.

საქართველოში საზამთროს იმპორტის 60%-ი ირანზე მოდის, საიდანაც ქვეყანაში 23.73 ტონა საზამთრო შემოვიდა. 

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ საზამთრო სულ 3 ქვეყანაში იყიდა.

მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საქართველომ 12.29 ტონა საზამთრო შემოიტანა, ხოლო მესამე ადგილზეა ნიდერლანდები, საიდანაც ქვეყანამ 3.74 ტონა საზამთრო იყიდა. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო იყიდა, მაშინ ქვეყანაში 18,859.06 ტონა საზამთროს იმპორტი დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები