კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 10 340 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 10 337 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 3 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 1 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, სადაც სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.
ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
2023 წლის 9 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 22 459 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
უახლესი