დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს შესაძლებლობა აქვს მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით - მაია ომიაძე

საქართველოს შესაძლებლობა აქვს მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით - მაია ომიაძე

07-12-2023 15:01:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება თბილისში პირველად გაიმართა, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2023 წლის 3 კვარტლის სტატისტიკური მონაცემები, საქართველოს ტურისტული პროდუქტები და კურორტები გააცნო. მაია ომიაძემ ისაუბრა ბორჯომის, წყალტუბოს, საირმისა და აბასთუმნის კურორტების პოტენციალის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები და სამიზნე ბაზრებზე მიმდინარე კამპანიები გააცნო. მაია ომიაძემ ისაუბრა საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ, რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ხელოვნება და კულტურა, გამაჯანსაღებელი, სამედიცინო ტურიზმი და საქორწილო ტურიზმი.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ამომწურავი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. როგორც იცით, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე, მე-12, მე-13 საუკუნეებიდან აქვს ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტი, როგორიცაა წყალტუბო. ასევე აღსანიშნავია, რომ სპა და გამაჯანსაღებელი მოგზაურობის მიზნით ჩამოსული სტუმრები 130 %-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივი მოგზაურები. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ  ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი მსოფლიოს რუკაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს და მოგზაურებმა მრავალფეროვანი სერვისი მიიღონ“,-განაცხადა მაია ომიაძემ. 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ:  კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, აწარმოე საქართველოში, დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) ვიცე-პრეზიდენტი ბმარკოს დანასი, კარლოვი ვარის ბალნეოლოგიის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე ლადისლავ შპიშაკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები