დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს აფრთხილებს

07-02-2023 02:35:21

„ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

„აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება. საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოში ლიცენზირებული კომერციულ ბანკების სახელით, აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ასევე, კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი წესების და ნორმების გათვალისწინებით მომხმარებლის მსგავსი შინაარსის ქმედებები შესაძლოა, მისი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს. გარდა ზემოთქმულისა, ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალურობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოუწოდებს მომხმარებლებს გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან“, - ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები