საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 263 120 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ამის შესახებ აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.
როგორც ირკვევა, რეგისტრირებული თოფის რაოდენობა შეადგენს 149 844 ერთეულს, პისტოლეტი - 56 454 ერთეულს, კარაბინი - 20 802 ერთეულს, მცირეკალიბრიანი შაშხანა - 8 417 ერთეულს, შაშხანა - 6 308 ერთეულს, რევოლვერი - 5 795 ერთეულს, კომბინირებული - 47 ერთეულს, უცნობი სახეობა - 15 453 ერთეულს.
ირკვევა, რომ იარაღის მესაკუთრედ აღრიცხულია - 228 541 საქართველოს მოქალაქე (აღნიშნული მოიცავს როგორც ცეცხლსასროლი, ასევე, აირის (გაზის) და პნევმატური იარაღის ნებართვების მქონე მოქალაქეებს): თოფი - 121 965, პისტოლეტი - 47 694, კარაბინი - 18 091, მცირეკალიბრიანიშაშხანა - 8 064, შაშხანა - 5 471, რევოლვერი - 5 668, კომბინირებული - 47, უცნობი სახეობა - 21 541.
ამასთან, 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით: ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით გაცემულია - 200 523 შეძენის ნებართვა; ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით გაცემულია - 61 836 შეძენის ნებართვა; სარგებლობაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღზე გაცემულია -516 შეძენის ნებართვა; სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე, საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გაცემულია - 245 შეძენის ნებართვა.
სტატისტიკა მოცემულია 2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით.
უახლესი