დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მარტის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მარტის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05-03-2024 17:34:00

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
 

ძირითადი ტენდენციები
 

ინფლაცია
 

  • 2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა
  • დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია
  • ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია თებერვალში 2.4%-მდე შემცირდა

 

საბანკო სექტორი
 

  • იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაცია 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 0.9 პპ-ით შემცირდა და 49.8% შეადგინა
  • იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.7%-ს გაუტოლდა

 

საგარეო სექტორი
 

  • იმპორტი - იანვარში საქონლის იმპორტი წლიურად 10.1%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტმა კი ზომიერად დაიკლო
  • ექსპორტი - იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 26.2%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მცირედით მოიმატა
  • იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 156.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

 

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები