დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ენერგეტიკის სფეროში „აჭარ ენერჯის" მიერ 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორს დამატებით სიმძლავრეს შესძენს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ენერგეტიკის სფეროში „აჭარ ენერჯის" მიერ 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორს დამატებით სიმძლავრეს შესძენს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის - ლევან დავითაშვილი

04-02-2025 13:51:00

Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯისთვის" საქართველო და საქართველოშიარსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღოგადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციისგანხორციელების შესახებ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

 

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარენერჯი" ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციასგანახორციელებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიისხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

„კომპანია „აჭარ ენერჯი" წარმოადგენს Exim Holding-ის შვილობილ კომპანიას. Exim ჯგუფითურქეთის ენერგეტიკულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაცთურქეთში 800 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე აქვს. კომპანია საქართველოში წარმატებითოპერირებს, ბოლო წლებში 2 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, 2 ჰიდროელექტროსადგური, რომელშიც 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციაგანხორციელდა. მათთვის საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატიარის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდდიდი საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, დაახლოებით, 360 მგვტ-მდე სიმძლავრისპროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელსაქტიურად იწყებს 460 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაცსაქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს დაკონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 2025 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნასშევძლებთ და შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ 360 მგვტ-ის სიმძლავრის ახალ პროექტებსგავხსნით,"- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები