შპს „ბათუმის ნავთობტერმინალითა“ (მონაწილეობის 100% ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის ზღვის პორტით“ (100%-იანი წილების მართვის ექსკლუზიური უფლება) 2023 წლის 9 თვეში 2 მილიონ 570 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა.
კერძოდ, ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 86 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდულია 961 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი. საანგარიშო პერიოდში ყაზახური გაზის გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 135 ათასი ტონიდან 166 ათას ტონამდე გაიზარდა. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1 მილიონ 357 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შეგახსენებთ, რომ სს „ყაზტრანსოილი“ უშუალოდ ფლობს და მართავს საწარმოო აქტივებს საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით.
BNT ახორციელებს მომსახურებას ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების გადაზიდვასა და ამოტუმბვის საკუთარი ნავმისადგომების, მილსადენების და ტანკების გამოყენებით.
უახლესი
10 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა10 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება