თბილისში 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი, „კოლხიდა 2023" ჩატარდება, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „აპტოსი" უმასპინძლებს.
სახისა და სხეულის გადასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია „აპტოსი", დამსწრეებს უნიკალურ ფორმატსა და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი 120 სპიკერი. კონგრესი ამ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და დამსწრე პროფესიონალებს გაუზიარებს ცოდნას პლასტიკურ ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.
ამასთან ერთად, „კოლხიდა 2023" უმასპინძლებს ესთეტიკურ ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდების გამოფენას, სადაც ნაჩვენები იქნება პლასტიკურ ქირურგიაში არსებული უახლესი მიღწევები და ულტრათანამედროვე დერმატოლოგიური პროდუქტები.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები ასე სოლიდურად არიან წარმოდგენილნი და მასპინძლობენ ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის ფორმირებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ „კოლხიდა 2023" შექმნის დაუვიწყარ გამოცდილებას, რაც, თავის მხრივ, პროფესიონალ ექიმებს შორის გახდება ახალი და ღირსეული თანამშრომლობის დასაბამი", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
უახლესი
15 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა