საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასოციაციის წევრთა მორიგი ყრილობა გაიმართა, სადაც BAG-ის წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს.
ყრილობის მსვლელობისას ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს 2019-2024 წლის BAG-ის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ასოციაციის ბოლო ხუთი წლის საქმიანობა, ამოცანები და მიღწევები.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც ძველ, ასევე ახალ წევრებს სამეთვალყურეო საბჭოში არჩევას. ასევე ულოცავს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს და უსურვებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბიზნეს სექტორის სამართლიანი და ობიექტური ინტერესების წარდგენა და დაცვა. სწორედ ამიტომ ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან. ბიზნეს წრეების კონსოლიდაციითა და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი ხდება იმ მიზნებისა და ამოცანების მიღწევა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის" - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყრილობა იმართება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სადაც ხმათა უმრავლესობით ხდება კანდიდატების არჩევა.
უახლესი