დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

08-02-2023 12:20:34

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ხდომაზე DRG სისტემასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს DRG სისტემაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილი საოპერაციო საკითხები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კლინიკების მიერ პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე, შესაბამისად, გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია, რეფორმის მიმდინარეობისას პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საბოლოო ჯამში არ დაზარალდეს პაციენტი და რეფორმის მიმდინარეობა სრულად შეესაბამებოდეს წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს.

საუბარი, ასევე, შეეხო ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ფასებს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და მასზე სადაზღვეო პროდუქტების დაშენების შესაძლებლობას.

შეხვედრის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე, იმსჯელეს 2025 წლის ჰოსპიტლების სერტიფიცირების საკითხზე, რაც ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება და აქედანვე მოითხოვს სათანადო მომზადებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მოისმინა წევრი კომპანიების მოსაზრებები ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რათა ასოციაციას ჰქონდეს პრაქტიკული პოზიცია და თავად ვიყოთ კონკრეტული ცვლილებების ინიციატორი; ამ ეტაპზე ჩვენ ვაყალიბებთ ასოციაციის სამოქმედო დღის წესრიგს, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება როგორც გრძელვადიანი გამოწვევებისთვის კონკრეტული მოსაზრებების მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის გაზიარება, ასევე რეფორმის მსვლელობისას მარტივი საოპერაციო ხარვეზების დროული გასწორება და დაკორექტირდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები