დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნესში წარმოქმნილი დავის მოგვარებისთვის მედიაციის გამოყენების მნიშვნელობა განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნესში წარმოქმნილი დავის მოგვარებისთვის მედიაციის გამოყენების მნიშვნელობა განიხილეს

18-10-2024 16:25:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში, განიხილეს მედიაციის როლი და მნიშვნელობა ბიზნესში წარმოქმნილო დავების მიმართულებით.

 

შეხვედრაზე მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ასოციაციის საქმიანობა დეტალურად გააცნო. საუბარი, ასევე შეეხო „მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც არეგულირებს აღნიშნულ საქმიანობას.

 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა დროსაც BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მედიატორთა ასოციაციასთან, ვინაიდან ბიზნეს დავების ეფექტიანი და დროული გადაჭრა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სექტორისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო სამართალწარმოების პროცესში დავების განხილვა დროში საკმაოდ გახანგრძლივებული პროცესია, ვთავაზობთ ჩვენს წევრ კომპანიებს ამ მექანიზმის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროსა და რესურსებს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები