„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პორტფოლიოში Schweppes-ი შედარებით ახალი პროდუქტია, თუმცა ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი მოწონებით უკვე სარგებლობს.
იმისათვის, რომ Schweppes-ი ქვეყანაში უფრო პოპულარული გახდეს, ბრენდის მწარმოებელი ქართული კომპანია აქტიურად მუშაობს.
პრემიუმ კლასის შეფუთვით Schweppes-ი საქართველოს ბაზარზე სამი გემოთია წარმოდგენილი - მოჰიტო, ჯინჯერ ეილი და ტონიკი.
აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება როგორც პრემიალური გამაგრილებელი სასმელი და ასევე როგორც მასალა მრავალფეროვანი კოქტეილებისთვის. მაგ: ჯინჯერი ელისი და ვისკის ნაზავი, მსოფლიოში განთქმული, კლასიკური კოქტეილია.
2024 წელს Schweppes-ის ბრენდი 241 წლის გახდა. ყველაფერი კი დაიწყო ერთი გამომგონებლის დაჟინებით, რომელიც 40 წლის განმავლობაში ოცნებობდა უალკოჰოლო შამპანურზე და საბოლოოდ მსოფლიოში პირველი გაზიანი სასმელი შექმნა.
სასმელის ისტორია სათავეს იღებს შვეიცარიაში, ჟენევაში. პროდუქტი 1783 წელს იაკობ შვეპსისხელმძღვანელობით შეიქმნა, როდესაც მან გაზიანი მინერალური წყლის წარმოების გზა აღმოაჩინა.
იაკობ შვეპსმა, შექმნა გაზიანი სასმელების ახალი ხელოვნება, ამიტომ მან დახვეწა და დააპატენტა მინერალური წყლის შექმნის საკუთარი პროცესი.
შვეპსმა მალევე გააფართოვა ბიზნესი ჟენევიდან ინგლისში, სადაც მომხმარებლები სასმელს იმდროინდელი დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
Schweppes-ი 1851 წელს ლონდონის კრისტალ პალასში გამართული გამოფენის ოფიციალური სასმელი იყო. გამოფენის ცენტრალურ ნაწილში დიდი შადრევანი დამონტაჟდა, რომელიც Schweppes Malvern Water-ით იყო სავსე. გამოფენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კრისტალ პალასის შადრევანი დღესაც არის გამოსახული ლოგოზე.
Schweppes Tonic წყალი ხელმისაწვდომი გახდა 1870-იან წლებში და Schweppes-ის სახელითაქტიურად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმაზე.
მე-19 საუკუნის ბოლოს კომპანიამ დაიწყო მსოფლიო პოპულარობისკენ სვლა. 1877 წელს პირველი ქარხანა გაიხსნა სიდნეიში, ავსტრალიაში და 7 წლის შემდეგ ნიუ-იორკში.
1920-იან წლებში კომპანიამ გამოუშვა არომატების ფართო სპექტრი, როგორიცაა გრეიფრუტი და ცქრიალა ფორთოხალი.
ზოგადად, მთელი მეოცე საუკუნე ეძღვნება წარმოების გაფართოებასა და ახალი ქარხნების გახსნას ყველა კონტინენტზე.
1969 წელს Schweppes გაერთიანდა Cadbury-თან, სხვა მსხვილ მწარმოებელთან და ჩამოაყალიბა ერთიანი კონცერნი Cadbury Schweppes, ხოლო 1999 წელს The Coca Cola Company-მ შეიძინა Schweppes, Dr Pepper, Canada Dry და Crush სავაჭრო ნიშნები სხვა ქვეყნებში წარმოების დასაწყებად.
The Coca-Cola Company Schweppes-ის ბრენდს ფლობს ევროპის 21 ქვეყანაში. ევროპის კიდევ 22 ქვეყანაში, ბრენდი ეკუთვნის Schweppes International Limited-ს.
დაახლოებით 6 წლის წინ Schweppes-ი, შამპანურის ბოთლის ინსპირაციით, ახალი შეფუთვით გამოჩნდა ბაზარზე. რეალურად ამ პერიოდიდან Schweppes-ის თუნუქის ქილა შამპანურის ბოთლის მსგავსმა ჭურჭელმა ჩაანაცვლა, რომელიც კრეატორების თქმით, უფრო დიდხანს შეინახავს გაზიან სასმელს. სასმლის ბრენდინგზე Coca-Cola-ს გუნდმა იმუშავა და ყოველი არომატისთვის განსხვავებული დიზაინი შექმნა.
Schweppes ახლა მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში იწარმოება.
უახლესი