საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას განაგრძობს. ფინანსურმა ინსტიტუტმა Care Caucasus-თან, ბიზნეს ფედერაციათან „ქალები მომავლისთვის“, კახეთის რეგიონალურ განვითარების ფონდთან და Visa-სთან ერთად ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მეწარმე ქალები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით:
პროგრამაში მონაწილეობას ის პირველი 100 ქალი მეწარმე შეძლებს, ვინც კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს: კრიტერიუმების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. აღსანიშნავია, რომ CARE Caucasus პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამის მონაწილეებს შეარჩევს და მათთვის ბიზნესის მართვისა და განვითარების უფასო კონსულტაციებსა და მენტორობას უზრუნველყოფს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაძლიერებთ ქალ მეწარმეებს, ვაწვდით მათ ხელშესახებ ბენეფიტებს ბიზნეს პროცესების გამართვისა და ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვრიდებით ბიზნეს სექტორის გამოწვევებს, შესაბამისად, მათ სწორედ იმ პროდუქტებსა და პროექტებს ვთავაზობთ, რომლებიც ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარებათ. ჩვენ სამომავლოდაც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
„ქეა კავკასიისთვის“ მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და მათთვის ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ქეა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 1800-ზე მეტ ქალს დაუჭერს მხარს განავითარონ ბიზნესი მცირე ბიზნეს გრანტებით, მენტორული პროგრამებით და საქმიანი კავშირებით. საქართველოს ბანკსა და VISA-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მათი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების სიკეთეები მცირე მეწარმე ქალებამდე მივიტანოთ. იმედი მაქვს, პარტნიორობის მსგავსს ინოვაციურ მოდელს სომხეთშიც დავნერგავთ“, - განაცხადა ქეთევან ხაჩიძემ, ქეა კავკასიის მთავარი აღმასრულებელმა დირექტორმა.
„Visa აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ პარტნიორებთან ერთად, ვიწყებთ გაციფრულების პროგრამას. თანამშრომლობის ფარგლებში, 100 მეწარმე ქალს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ჩვენიმიზანია გავზარდოთ ქალების ჩართულობა ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაში და ამით ხელიშევუწყოთ ინკლუზიური ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ჩაერთეთ პროექტში ამ ბმულიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება