დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკი, მსხვილი დამსაქმებელია ტექნოლოგიური მიმართულებით, რადგან მომხმარებელს სულ უფრო მეტი ციფრული პროდუქტი სჭირდება - არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკი, მსხვილი დამსაქმებელია ტექნოლოგიური მიმართულებით, რადგან მომხმარებელს სულ უფრო მეტი ციფრული პროდუქტი სჭირდება - არჩილ გაჩეჩილაძე

24-10-2023 12:30:34

საქართველოს ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს დასაქმების კუთხით თანამშრომლობას. ეს არის პრაქტიკები და დასაქმების სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ეს უნივერსიტეტი ჩაერთვება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ფინანსური ინსტიტუტი 5 წარმატებული სტუდენტისთვის სტიპენდიასა აანონსებს.

„ასევე ჩვენ ვაანონსებთ 5 სტიპენდიას, წარმატებული სტუდენტებისთვის. ამის გარდა იქნება უამრავი პროდუქტი, რომელიც სტუდენტებზე იქნება მორგებული, რაც მისცემთ საშუალებას, რომ ფასდაკლებით ისარგებლონ,  ჩაერთნენ სხვადასხვა ჰაკათონებსა და  თამაშები“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ციფრული ტექნოლოგიები ყველა ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია და ამ კუთხით სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და ამ კუთხით განათლების როლი უმნიშვნელოვანესია. 

„როცა სხვადასხვა ინდუსტრია და დამსაქმებელი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია, რომ ციფრული ტექნოლოგიების წილი რამდენიმე კუთხით გაიზარდოს. ერთი იმისთვის, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები უკვე რამდენიმე კუთხით ფლობდნენ ციფრულ ტექნოლოგიას, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ განათლების მიღების ტექნიკაში იყოს  გაზრდილი ციფრული ტექნოლოგიების წილი, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა განათლების საუკეთესო ხარისხთან“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ბანკში ციფრული ტექნოლოგიების კუთხით სულ უფრო მეტი სპეციალისტი საქმდება.

„საქართველოს ბანკში დღეისთვის ციფრული ტექნოლოგიების კუთხით 800-ზე მეტი სპეციალისტია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით ბანკში სულ 100-200 ადამიანი იყო დასაქმებული. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ვართ ტექნოლოგიური მიმართულებით. ამ სპეციალისტებზე  მუდმივად მზარდი მოთხოვნა გვაქვს, ვინაიდან მომხმარებელსაც სულ უფრო მეტი ციფრული პროდუქტი სჭირდება“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები