დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში რუსეთმა ჩინეთს გაუსწრო

საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში რუსეთმა ჩინეთს გაუსწრო

19-07-2023 12:08:54

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 052.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1 473.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამ პერიოდში  ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($266.6 მლნ.), ჩინეთი ($197.8 მლნ.) და თურქეთი ($188.2 მლნ.).

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 თვეში, ტოპ პარტნიორი ჩინეთი იყო 20%-იანი წილით. მაშინ როდესაც რუსეთს 11.9% ჰქონდა. წელს კი რუსეთის წილი 18.1%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩინეთის 13.4%-მდე შემცირდა.

იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $336.2 მლნ-ით,აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $125.7 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.5 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $109.6 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 %).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები