2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 61%-ით, $176.9 მილიონამდე გაიზარდა.
79%-ით, თითქმის $490 მილიონამდეა გაზრდილი საქართველოში რუსული საქონლის იმპორტი.
საქსტატის მონაცემებვით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $667 მილიონი შეადგინა.
ამ მაჩვენებლით რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მესამე პოზიციას 376 მილიონი დოლარის ბრუნვით ჩინეთი იკავებს.
რუსეთში საქართველოს TOP 5 საექსპორტო პროდუქტი:
1. ფეროშენადნობები - $45 მილიონი;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $38 მილიონი,
3. მსუბუქი ავტომობილები - $22 მილიონი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - $16 მილიონი;
5. სპირტიანი სასმელები - $13 მილიონი.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული TOP 5 პროდუქტი:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $168 მილიონი;
2. ბუნებრივი აირი - $75 მილიონი;
3. ხორბლის ფქვილი - $13 მილიონი;
4. ხორბალი - $12 მილიონი;
5. ქვანახშირი - $12 მილიონი.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება