დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო თურქეთში 5-ჯერ მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის - სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდია

საქართველო თურქეთში 5-ჯერ მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის - სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდია

23-08-2023 11:00:03

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 7 თვეში  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 687.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა . იმპორტი კვლავ მნიშვნელოვნად, დაახლოებით 5-ჯერ აჭარბებს ექსპორტს, კერძოდ, 2023 წლის 7 თვეში ექსპორტი 267 232.1 ათასი აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 1 420 616.2 აშშ დოლარი. 

რაც შეეხება საქონელს, რომელსაც საქართველო თურქეთში ყიდის, წელს თურქეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაიყიდა ელექტროენერგია, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები.

თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის სათავეშია სამკურნალო საშუალებები, ავტომობილები და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები,

საქსტატის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტი თითქმის გასამმაგდა. 2022 წელის იანვარ-ივლისში თურქეთიდან ქვეყანაში $37 764.3 ათასის ღირებულების მედიკამენტები შემოვიდა, ხოლო 2023 წელს $78 299.8 ათასის ღირებულების.

საქართველოდან კი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა და $70 860.5 ათასი შეადგინა. (2022 წლის 7 თვეში - $60 170.2 ათასი)

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2023 წლის (იანვარ-ივლისი)

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $78 299.8 ათასი - 1 447.0 ტონა;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $61 625.2 ათასი - 1 766 ცალი;
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $35 227.1 - 14 534.8 ტონა;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $32 547.5 ათასი -1 557.7 ტონა;
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $25 412.9 ათასი -24 907.7ტონა;
  • დანარჩენი საქონელი–სულ - $1 187 503.5.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2023 წლის (იანვარ-ივლისი)

  • ელექტროენერგია - $70 860.5 ათასი;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - $40 800.4 ათასი - 1 045.3 ტონა;
  • ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - $23 468.0 ათასი - 803.3 ტონა;
  • ფეროშენადნობები - $20 688.8 ათასი - 18 106.2 ტონა;
  • ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $7 361.4 ათასი - 3 823.4 ტონა;
  • დანარჩენი საქონელი – სულ - $104 053.0 ათასი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები