დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო საჰაერო-სატვირთო გაზიდვების ჰაბი რომ გახდეს, საჭიროა ერთიანი გეგმა - SKYLOG

საქართველო საჰაერო-სატვირთო გაზიდვების ჰაბი რომ გახდეს, საჭიროა ერთიანი გეგმა - SKYLOG

18-01-2024 15:00:00

2023 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 168. 547 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 6%-იან ზრდას აჩვენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 974.852 ტონა შეადგინა.

ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა იმის ანალიზი თუ ეს რის ხარჯზე მოხდა.  

„საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდა კარგია და მივესალმები, მაგრამ სტატისტიკის გაანალიზებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად არის მატება - შემომავალი/იმპორტირებული და გამავალი/ექსპორტირებული ტვირთების მიმართულებით თუ ტრანზიტული ტვირთების მიმართულებით.

საერთო ზრდა შეიძლება გამოწვეული იყო ერთ-ერთი ან ორივე მიმართულებით. თუ ზრდა ექსპორტირებულ და იმპორტირებულ ტვირთებშია ეს ნიშნავს, რომ აქტივობა საქართველოში იყო მეტი, რაც უფრო მისასალმებელია“, - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.

SKYLOG-ის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდისთვის ერთიანი მიდგომაა საჭირო. 

„იმისათვის, რომ საქართველო გახდეს საჰაერო სატვირთო გაზიდვების ჰაბი მნიშვნელოვანია ერთიანი გეგმის ქონა, რომელიც არ არსებობს. ახალი აეროპორტის აშენება არ ნიშნავს, რომ ტვირთბრუნვა გაიზრდება. დღეს რაც ტვირთნაკადია ისევ იგივე ჩამოვა და რაც ტრანზიტული თვითმფრინავებია იგივე დაჯდება თუ მიდგომები არ შეიცვლება. თუ არ იქნება სურვილი და ნება კომპანიების მხრიდან, რომ მათ რეგულარული რეისები განახორციელონ სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ ახალი აეროპორტის მშენებლობა ვითარებას ვერ შეცვლის.

აზერბაიჯანში ოპერირებს კერძო კომპანია, რომელიც 10-მდე თვითმფრინავს ფლობს, ბაქოში ჩადის დიდი რაოდენობის ტვირთები, სადაც ის უსწრაფესად მუშავდება და მერე გადის მთელი მსოფლიოს მიმართულებით.

1-2 თვითმფრინავით ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მხოლოდ ახალი აეროპორტის მშენებლობა საჰაერო სატვირთო გაზიდვებს ვერ გაზრდის თუ ავიაკომპანიების რაოდენობა არ გაიზარდა და თუ სახელმწიფომ გარკვეულწილად არ დააფინანსა. არ აეწყო სქემა აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენების, საიდანაც  ყველა თვითმფრინავი თბილისში დაჯდება,

თავისთავად ახალი თანამედროვე აეროპორტის  მშენებლობა ქვეყნისთვის კარგი და მნიშვნელოვანია, რაც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით წაადგება. ნებისმიერ ახალ ინვესტიციას მივესალმები“, - აღნიშნა ზუმბაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები