საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მობილური ინტერნეტის სიჩქარით მესამე ადგილზეა, იუწყება Trend.
თუმცა მობილური ინტერნეტის სიჩქარის მსოფლიო რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს.
მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 31.76 Mbps (მბიტი/წმ) აღწევს.
მეზობლებს შორის მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთი უსწრებენ. თურქეთმა საქართველოს მსოფლიო რეიტინგში ორი პოზიციით გაუსწრო და 72-ე ადგილი დაიკავა 32,52 Mbps სიჩქარით.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა