ავტოსადგურებისა და გადამზიდავების სერტიფიცირების შემდეგ საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანების რეფორმა უკვე ელექტრონული ბილეთების რეალიზაციასაც ითვალისწინებს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა, ელექტრონული ბილეთების სერვისის დანერგვის შემდეგ მათი შეძენა გაცილებით კომფორტული იქნება.
„ამ ეტაპზე მაქსიმალური აქცენტია უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, ამას შემდეგ დაემატება ელექტრონული ბილეთები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ელექტრონული პლატფორმაზე. ელექტრონული ბილეთები ავტოსადგურებისთვის იქნება დაწესებული და ადამიანს შეეძლება თავისი პლანშეტით, თუ ტელეფონით ელექტრონული ბილეთები იყიდოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ელექტრონული ბილეთი კომფორტი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რადგანაც მათ წინასწარ შეეძლებათ საკუთარი მგზავრობის დაგეგმვა.
„რეგიონებში მიმავალი M3 კატეგორიის ავტობუსებზე ელექტრონული ბილეთის შეძენა ელექტრონულ პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი და მათ საშუალება ექნებათ, რომ უსაფრთხოდ იმოძრაონ. პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოიწვევს კონკურენციას. დღეს კონკურენცია არ არის. კონკურენცია გადამზიდებში კი გააჯანსაღებს თავად პროცესს“, - აცხადებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
უახლესი
4 საათის წინ
რამდენით გაძვირდა ავიაბილეთები ერთ წელიწადში9 საათის წინ
ლარის კურსი მყარდება