2024 წლის შვიდ თვეში ქვეყანამ თითქმის 44 ათასი დოლარის ბოსტნეული იყიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 43,817.050 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეულისა და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფებისა და ბოლქვნაყოფების იმპორტი განახორციელა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი 41,789.08 ათასი დოლარის.
ირკვევა, რომ საქართველოსთვის ბოსტნეულის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც საქართველომ 7 თვეში 28,473.61 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული იყიდა, რაც მთლიანად წელს ნაყიდი ბოსტნეულის 65%-ია.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ბოსტნეულს ყიდულობს:
2023 წელს ქვეყანამ რეკორდული ღირებულების ბოსტნეული იყიდა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2023 წელს ქვეყანაში 60,621.82 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა