დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგარეო საქმეთა სამინისტრო Georgian Airways-თან ისრაელიდან დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე მუშაობს - ელჩი

საგარეო საქმეთა სამინისტრო Georgian Airways-თან ისრაელიდან დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე მუშაობს - ელჩი

13-10-2023 14:47:57

საელჩოს ყველა თანამშრომელი, მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც ის წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანია  Georgian Airways-თან დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე მუშაობს. 

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ თითქოს ელჩმა დატოვა ისრაელი. ქვეყნიდან გასვლის არავითარი მიზეზი არ გვაქვს, აქ ვართ და სხვაგვარად არც იქნება. საელჩოს ყველა თანამშრომელი, მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ.

ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯორჯიან ეარვეისთან მუშაობს დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე.

დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

მშვიდობიან დღეს ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და ყველა აქ მცხოვრებს.

შეგახსენებთ, ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს. თუ ვერ გამოდის ხაზი, კვლავ სცადეთ ან მოიწერეთ სმს, ასევე ვოთსაფზე. დაგიბრუნდებიან. თუ ასეც ვერ ახერხებთ, დაწერეთ თქვენი ტელეფონი აქ, კომენტარში და დაგიკავშირდებით.

+972 526 919092;

+972 528 888513;

+972 547 386813;

+972 526 494293

ნუ შეშინდებით, გაივლის ეს რთული პერიოდი და ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები