საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,6%-დან 5%-მდე გაზარდა.
სსფ-მ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მას შემდეგ გადახედა, რაც ფონდის მისია ჩინეთს რეგულარული შეფასებისთვის ეწვია. ორგანიზაცია ახლა ელოდება, რომ ჩინეთის ეკონომიკა 2025 წელს 4.5%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზი კი 4.1%-ია.
მაგრამ 2029 წლისთვის ექსპერტები ელიან, რომ მოსახლეობის დაბერების და პროდუქტიულობის ზრდის შენელების გამო, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3.3%-მდე შენელდება. ეს მაჩვენებლები კი უფრო დაბალია ვიდრე სსფ-ის წინა პროგნოზი საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის 3,5%-იანი შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში, მოლოდინს გადააჭარბა 5.3%-ი შეადგინა, რაც გამოწვეულია ძლიერი ექსპორტით. აპრილის მონაცემებმა აჩვენა, რომ სამომხმარებლო ხარჯები შენელებული დარჩა, ხოლო ინდუსტრიული აქტივობა გაიზარდა.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება