დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადებეტო ბარათების ბაზარი 14%-იან ზრდას აჩვენებს

სადებეტო ბარათების ბაზარი 14%-იან ზრდას აჩვენებს

26-01-2024 18:00:00

საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ უპირობო ლიდერი კვლავ Mastercard-ია. სებ-ის მონაცემების თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4,200,084 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის. მიმდინარე მაჩვენებლები კი ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 6%-იან ზრდას.

დეკემბრის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. 

2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2,550,866 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 13%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 18%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში სადებეტო ბარათების რაოდენობა 14%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის  მთლიანობაში საუბარია მიმოქცევაში არსებულ სულ 8,258,081 ერთეულ ბარათზე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები